05, მარტი 2018 14:04:00
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 12 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. სტუდენტებს დღეს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე შეხვდა. თამარ სირაძემ მათ დაწესებულებისა და სასწავლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. უცხოელი სტუდენტები ბათუმში ერთი სემესტრის განმავლობაში დარჩებიან.