06, მარტი 2018 14:07:00
6 დან 12 წლის ასაკის ბავშვებს ალერგიული დაავადებათა დიაგნოსტიკა უფასოდ ჩაუტარდებათ. კონსულტაცია, გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევას და კანის პრიკ ტესტის ჩატარებას ითვალისწინებს. პროგრამით 600 ბენეფიციარის გამოკვლევაა დაგეგმილი. ალერგოლოგთან უფასო დიაგნოსტიკა წლის ბოლომდე გაგრძელდება, რისთვისაც 34 ათას 200 ლარია გამოყოფილი.