07, მარტი 2018 14:03:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების და კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, ორი კომერციული სასწავლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით დაამზადა და 3 300 ლარად გაასაღა აჭარის რეგიონში არსებული ერთ-ერთი კომერციული დაწესებულების სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.