07, მარტი 2018 14:07:00
დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სამხატვრო სკოლაში გამოფენა მოეწყო. დარბაზში გაზაფხულის თემატიკაზე, გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული 50-მდე ადგილობრივი მხატვრის ნამუშევარია წარმოდგენილი. მსურველებს ნამუშევრების ნახვა 1 კვირის განმავლობაში შეეძლებათ. ღონისძიების ორგანიზატორი აჭარის მხატვართა შემოქმედებითი კავშირი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროა.