07, მარტი 2018 20:04:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში 2017 წელი შეაჯამეს. ისაუბრეს გასულ წელს სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე. სააგენტოს სპეციალისტებმა შეისწავლეს კულტურული მემკვიდეობის ძეგლების მდგომარეობა და შესაბამისი ინფორმაციაც დაამუშავეს. ზოგიერთი ძეგლი კი ინვენტარიზაციის პროცესშია. შეხვედრაზე სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს. გაირკვა, რომ ავარიული ობიექტების აღრიცხვაა დაგეგმილი, რიოს შემდეგად რეაბილიტაციის პროექტი მომზადდება.