08, მარტი 2018 17:22:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს. ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. შესაბამისი ვიდეომასალა შიანაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა.