13, მარტი 2018 14:07:00
“პროფესიული უნარები მშენებლებისთვის, მშენებლობა პროფესიული უნარებისთვის” - ამ სახელწოდებით ბათუმში ფორუმი გაიხსნა. შეხვედრაზე განიხილეს ტენდენციები და პოლიტიკა სამშენებლო სექტორში, კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, ასევე, სამშენებლო კომპანიების როლი დუალურ განათლებაში. ფორუმში აჭარის მთავრობის, სამრეწველო პალატის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამშენებლო -ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.