16, მარტი 2018 14:03:00
პოლიციამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ქვემო ქართლში 2 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა ტიპის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო. კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი, „სუბოქსინი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, ე.წ. „ექსტაზი“, „მდმა“ და სხვა. ამავე პერიოდში, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 19 პირი - აქედან - საქართველოს 14, სომხეთის 1, აზერბაიჯანის 1 და ირანის 3 მოქალაქე. შესაბამისი ინფორმაცია უწყების პრესცენტრმა გაავრცელა.