16, მარტი 2018 14:05:00
GeoParliament app - ამ აპლიკაციის საშუალებით მოქალაქეები საპარლამენტო საქმიანობას ელექტრონულად მიადევნებენ თვალს. სიახლე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. დაინტერესებული პირები შეძლებენ პარლამენტის საჯარო ინფორმაციის, ბიუროს სხდომების განრიგის, საპარლამენტო განხილვებისა და ახალ კანონმდებლობაზე მსჯელობის თარიღების გაცნობას. ასევე, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩართვას და პარლამენტში შეკითხვების გაგზავნას. ინიციატივა საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის გამტკიცებას ემსახურება.