16, მარტი 2018 14:09:00
საქართველოს ახალგზარდა იურისტთა ასოცოაციამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ინკლუზიური გარემოს შეფასების შუალედური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში ასევე, ეთნიკური უმცირესობების და ქალთა ჩართულობის სტატისტიკური მაჩვენებელია ასახული. ირკვევა, რომ პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა მნიშვნელოვნად არ არის გაზრდილი. შეხვედრისას კვლევის ფარგლებში გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.