16, მარტი 2018 17:15:00
დღესვე, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე "დემოკრატიის ინსტიტუტისა" და "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" მიერ მომზადებული პეტიციის განხილვისას აღმოჩნდა, რომ საკითხი საკრებულომდე მერიას უნდა განეხილა. პეტიციით 1500 მოქალაქე რეკრეაციულ ზონებში მძიმე კონსტრუქციული შენობა-ნაგებობების აშენების აკრძალვას ითხოვდა. მერიამ საკითხზე საკრებულოს წერილობით მიმართა, სადაც აღნიშნულია, რომ ინიციატივას მერია ნაწილობრივ იზიარებს და სარეკრეაციო ზონის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა შესაძლოა შეიზღუდოს, მხოლოდ მწვანე ნარგავების შემცირების ხარჯზე. სხდომაზე საკრებულომ მხარი დაუჭირა "ბათუმის კორპუსი"- სა და "ბათუმის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს" გაუქმებას და მათ ნაცვლად "მუნიციპალური სერვისების სააგენტოსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შექმნას. ვინ უხელმძღვანელებს აიპებს ამ ეტაპზე უცნობია. განისაზღვრა თბილისის მოედანზე პარკირების საფასური. ტერიტორიაზე გაჩერების სანაცვლოდ მძღოლს საათში ლარის გადახდა მოუწევს.