16, მარტი 2018 17:04:00
"აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები“ - თემაზე ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში პრეზენტაცია მოეწყო. შეხვედრაზე ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებსა და სფეროთი დაინტერესებულ პირებს გააცნეს ის 18 ობიექტი, რომლებიც სააგენტომ ამ ერთი წლის განმავლობაში გამოავლინა. ღონისძიებაზე ასევე, განიხილეს სააგენტოში დაცული და დამუშავებული შესაბამისი საინფორმაციო ბაზაც.