19, მარტი 2018 14:04:00
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა. ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს აჭარაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს ძეგლების მდგომარეობაზე და რეაბილიტაციის პროცესზე. აჭარის მასტაბით 373 ძეგლია, მათ შორის ბათუმში 248. შეხვედრის მიზანი სტუდენტების ინფორმირებულობა და ძეგლებისადმი დაინტერესება იყო. შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.