19, მარტი 2018 14:20:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქონებას კონკურენციის გარეშე, პირდაპირი მიყიდვის წესით ასხვისებს - ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ავრცელებს. ორგანიზაციამ შესაბამისი ანგარიშიც წარმოადგინა. კვლევაში მოცემულია, რომ 2013 წლიდან 2017 წლის 30 იანვრმადე პირდაპირი მიყიდვის ფორმით რეგიონში 8 ობიექტი გასხვისხდა, რომელთა საინვესტიციო ღირებულება 342 მლნ 350 ათასი დოლარია. მესამე სექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიების ნაწილი ხელშეკრულების გაფორმებამდე რამდენიმე თვით ან დღით ადრეა რეგისტრირებული. ანგარიშში მოცემულია ასევე, რომ 8 ობიექტიდან 4 კომპანიას სხვადასხვა პერიოდში პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული. არასამთავრობო ორგანიზაციაში კორუფციულ ნიშნებზე საუბრობენ.