19, მარტი 2018 20:05:00
ინციდენტი ხიმშიაშვილის ქუჩაზე. მრავალსართულიანი კორპუსის ეზოში დამონტაჟებული ტვირთისა და ადამიანების ერთი სიმაღლიდან მეორეზე გადასაადგილებელი დანადგარი დაზიანდა. შედეგად არავინ დაშავებულა. ფაქტის შესახებ თვითმხილველებმა საპატრულო პოლიციას აცნობეს. ამწე, კომპანია "ჩემი სახლის" საკუთრებას წარმოადგენს. დაზიანებულ კონსტრუქციას ბაგირი აკავებს, რის გამოც არის ჩამოვარდნის საფრთხეც. რა გახდა შემთხვევის მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.