19, მარტი 2018 17:07:00
სასმელი წყალი გრაფიკით. წლებია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მცხოვრებლებს წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. მცოცავი გრაფიკის გამო კი ისინი წყლის დაგროვებას ვერ ახერხებენ. პრობლემის გადაჭრას ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით სცადეს და ეზოში ჭაბურღილი დაამონტაჟეს, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა. მოსახლეობის პრობლემებს დღეს „ევროპული საქრთველოს“ წარმომადგენლები გაეცნენ. ოპოზიცია თვითმართველობას საკითხის მოგვარების მიზნით მიმართავს. შპს "ბათუმის წყალში" ვერ აკონკრეტებენ როდის ისარგებლებს დასახლება 24 საათიანი წყალმომარაგებით.