19, მარტი 2018 17:04:00
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აჭარაში არსებულ სამხედრო ნაწილებში იმყოფებოდა. ლევან იზორია სამხედრო ქვედანაყოფებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. მინისტრი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამხედრო მოსამსახურეებს უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პირადად ესაუბრა. ლევან იზორია წლის განმავლობაში ყველა სამხედრო დანაყოფს მოინახულებს და ადგილზე არსებული ვითარების მონიტორინგს განახორციელებს. შესაბამისი ინფორმაცია უწყების პრესცენტრმა გაავრცელა და ღონისძიების შესახებ "TV 25" ინფორმირებული არ ყოფილა.