20, მარტი 2018 14:09:00
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარეებს დღეს აირჩევენ. შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დახურულ კარს მიღმა ამ წუთებში მიმდინარეობს. ქალებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი თინა ბოკუჩავა ხვდება. შეკრებილები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვადასხვა საკითხებს განიხილავენ, თუმცა ამის შესახებ პარტია მედიას ინფორმაციას არ აწვდის.