20, მარტი 2018 14:07:00
„საქართველოს მოქალაქეები - მარინე მიზანდარი, გიორგი ჩიტიძე და ანა ჯიქურიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“. საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. სადავო ნორმის თანახმად, რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე არ ვრცელდება ამავე კანონით გათვალისწინებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის რიგი ღონისძიებები. მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სადავო რეგულაცია ეწინააღმდეგება თანასწორობის უფლებას, რამდენადაც რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებულ ძეგლებზე არ ავრცელებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს, იმ პირობებში როდესაც აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება სხვა პირების საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე.