22, მარტი 2018 14:11:00
მესამე დღეა შუახევში დაკარგული ბავშვის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. ოპერაციაში ჩართულები არიან 70-მდე მაშველი და თბილისიდან მოწვეული სპეციალისტები. 13 წლის მოზარდს ადგილობრივებიც აქტიურად ეძებენ. შემთხვევა სოფელ შუბანში, ჩირუხის წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე 19 მარტს, დაახლოებით 17 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი თანატოლებთან ერთად, თამაშობდა, რა დროსაც ბურთი ადიდებულ მდინარეში ჩავარდა და მოზარდი თან ჩაყვა.