29, მარტი 2018 17:06:00
ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივა საქართველო" პარლამენტის წინააღმდეგ. საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. სადავო ნორმის თანახმად, სახელმწიფო საინფორმაციო ფონდებში წიაღის შესახებ ინფორმაცია არის დახურული . მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ნორმა არღვევს გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლებას და მიიჩნევენ, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული წიაღისეული მარაგებისა და რესურსების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს.