03, აპრილი 2018 17:06:00
„თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ პროგრამა - კრეატიული და ინოვაციური იდეების დასაფინანსებლად. კონკურსს აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ახორციელებს. განცხადებების მიღება 1 აპრილს დაიწყო და 1 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. გამარჯვებული პროექტი 10 ათასი ლარიდან 30 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება. „თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის“ პროგრამას უწყება 2014 წლიდან ახორციელებს. წელს ბიუჯეტი 120 ათას ლარს შეადგენს.