04, აპრილი 2018 14:08:00
დღესვე მთავრობის სხდმომაზე პრემიერმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდები, მათი განათლება და კეთილდღეობა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. სხდომაზე პრემიერმა მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ წარადგინა. მისი თქმით, ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა ახალი ინიციატივის ერთ-ერთი მიმართულებაა. ახალი სამშვიდობო ინიციატივის მიზანი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.