10, აპრილი 2018 14:05:00
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 10-დან 22 აპრილის ჩათვლით ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებებით, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას. რეგისტრაციის გავლა, პირადობის მოწმობით, შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში. ასევე, აპლიკანტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ ელექტრონული რეგისტრაციის რეჟიმიც www.vet.emis.ge ვებგვერდის მეშვეობით. რეგისტრაცია შესაძლებელია.