14, თებერვალი 2017 11:32:00
შპს „სტადიონმა“ სპორტული კომპლექსის პროექტის შეძენის მიზნით ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. საუბარია ლეონიძის 15 ნომერში დაგეგმილი სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე. პირობების მიხედვით, დარბაზის მოცულობა და ტექნიკური მაჩვენებლები ასე გამოიყურება: დარბაზი მოწყობილი უნდა იყოს 2,3 ჰექტარზე, საერთო ფართი კი 21 500 კვადრატულ მეტრზე უნდა აშენდეს. ავტოსადგომების რაოდენობა არ უნდა იყოს 120 ადგილზე ნაკლები. შესყიდვა ითვალისწინებს სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასაც. გამარჯვებულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს არქიტექტურული ნაწილების საექსპერტო შეფასებაც. ტენდერი 17 თებერვალს დასრულდება. საწყისი ფასი 525 000 ლარია. სპორტკომპლექსი იმ კორპუსების სანაცვლოდ შენდება, რომელიც ბათუმის სასპორტო სკოლის შემაგდენელი ნაწილი იყო და ინვესტიციისთვის დაინგრა. შპს „სტადიონი“ რომელმაც შესყიდვა გამოაცხადა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.