19, აპრილი 2018 17:03:00
21 აპრილს, ბათუმი მასშტაბურ, საერთაშორისო ნახევარმარათონს „Great Batumi Night Race” უმასპინძლებს. ღონისძიების ფარგლებში რეგიონს 700-მდე სტუმარი 32 ქვეყნიდან ეწვევა. მარათონის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით დღეს შეხვედრა გაიმართა. მონაწილეებს შორის იქნებიან მსოფლიო დონის სპორტსმენები, საერთაშორისო მარათონების მონაწილეები გერმანიიდან, ინგლისიდან, ესპანეთიდან და სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან. ღონისძიებაში მონაწილეების მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ჩოგბურთის კორტებთან დღეიდან შაბათს 4 საათამდე. პირველ ადგილზე გამარჯვებულებს 2000-2000 ევრო გადაეცემათ.