21, აპრილი 2018 20:49:00
კლინიკა მედ-ცენტრში კიდევ ერთი პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილის ახლობლები მედიკოსებს არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად კვლავ გულის გაჩერება სახელდება. 53 წლის პაციენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა პირღებინებით, ემერჯენსის განყოფილებაში, 19 აპრილს ღამით გადაიყვანა. გარდაცვლილის ახლობლები მომხდარის გასაჩივრებას აპირებენ. როგორც სამედიცინო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში განაცხადა , ექსპერტიზის დასკვნამდე ფაქტზე სატელევზიო კომენტარს ვერ გააკეთებენ. მომხდართან დაკავშირებით დღეს კომენტარი გააკეთა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. მედ-ცენტრში მიოკარდიუმის ინფარქტით 25 წლის ახალგაზრდა 31 მარტსაც გარდაიცვალა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.