21, აპრილი 2018 20:47:00
ჯანმრთელობის ტურიზმი -თემასთან დაკავშირებით დღეს ბათუმში კონფერენცია გაიმართა. ქართველმა და თურქმა მედიკოსებმა რეგიონში ამ მიმართულებით სამომავლოდ განსახიორციელებელ გეგმებზე იმსჯელეს. ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა, ქართველ კოლეგებს ჯანმრთელობის ტურიზმის მხრივ საკუთარი ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.