21, აპრილი 2018 20:45:00
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო, ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლების დირექტორებისა და პედაგოგების გადამზადება გრძელდება. ამჟამად მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებისა და ეროვნული ცენტრის მიერ ორდღიანი ტრენინგი თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს. პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავს და მასში აჭარის გარდა, საქართევლოს სხვა რეგიონების საჯარო სკოლების წარმომადგენლები არიან ჩართულნი.