21, აპრილი 2018 20:43:00
დედის სახელმძღვანელო- ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა. წიგნი განსაკუთრებით საინტერესოა მშობლებისთვის. გამოცემა სახელმძღვანელო ხასიათისაა და შეეხება ჩანასახიდან ზრდასრულობამდე ბავშვის მოვლისა და განვითარების საკითხებს. წიგნის პირველ ნაწილში საუბარია მომავალი დედისათვის ორსულობის პერიოდში კეთილგანწყობილი გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე, ორსულობისა და მშობიარობის ასპექტებზე, მეორე ნაწილი კი ბავშვის მოვლას, ადრეული ასაკის ბავშვთა ხშირ პრობლემათა ბინაზე მართვის პრინციპებს ეხება. წიგნის ავტორი ქეთევან ნემსაძეა, ხოლო სამ თანაავტორს შორის ერთ-ერთი, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრის სამედიცინო დირექტორი თამარ ბახტაძეა.