15, თებერვალი 2017 11:27:00
შეხვედრა დახურულ კარს მიღმა აჭარის მთავრობაში. მხარეებმა შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს. მშობელებს, ზურაბ პატარაძესა და ინგა შამილიშვილს შორის შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. მათი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მოსწავლეების სკოლებში გადანაწილების საკითხზე პირადად იზრუნებს. ერთ-ერთი ვერსიით, ჯგუფებს რომელიმე ერთ სკოლაში გადაიყვანენ, ასევე, განიხილება სხვა მიმართულებებიც. მშობლების ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ პირობა დადო, რომ მოსწავლეების უფლებები დაცული იქნება.