27, აპრილი 2018 14:02:00
ბათუმში უსინათლო ფეხბურთელებს შორის საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს. ღონისძიება 29 აპრილს დასრულდება. გუშინ, საქართველოს ნაკრები რუსეთის ახაგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდა, დღეს კი მატჩი იტალიისა და რუსეთუს ნაკრებს შორის გაიმართება. შეჯიბრის დარულების შემდეგ პირველ , მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს თასები, მედლები და სამსახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ. საერთაშორისო ტურნირი საქართველოში პირველად ტარდება.