03, მაისი 2018 14:10:00
ბათუმში ტუბერკულოზის ცენტრი თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით უნდა აღიჭურვოს - აცხადებენ "ევროპული საქართველოს" წევრები, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავენ. ოპოზიცია შენობაში არსებულ ინფრასტრუქტურას იწუნებს. მათი მოსაზრებით, იმის გამო, რომ ცენტრში შესაბამისი ტექნიკა და კომფორტული გარემო არ არის პაციენტები მკურნალობის კურს სრულად არ იტარებენ. ტუბერკულოზის ცენტრში განმარტეს, რომ შენობის რეაბილიტაცია ეტაპობრივად იგეგმება.