11, იანვარი 2017 04:21:00
რა გეგმები აქვს ბულვარის ახალ დირექტორს, როგორ აპირებს ახალი და ძველი ბულვარის განვითარებას? ეთერ მაჭუტაძე ამბობს, რომ პრობლემები მრავლად არის როგორც ძველ, ასევე ახალ ბულვარშიც. ზღვისპირა პარკში არსებული მდგომარეობის შესწავლა ახალმა ხელმძღვანელმა დღეს დილიდან დაიწყო. იგი ძველი ბულვარის კონსერვაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და არასამთავრობო სექტორთან და საზოგადოებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ეთერ მაჭუტაძე ბულვარის ხელმძღვანელად გუშინ დაინიშნა. მან პოსტზე ცისკარ გოგიტიძე შეცვალა. მაჭუტაძე 2012 წლიდან ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ბულვარის ახალი დირექტორის სამოქმედო გეგმებს დეტალურად "მაცნეს" მთავარ გამოშვებაში შემოგთავაზებთ.