05, მაისი 2018 20:37:00
შპს ბათუმის წყლის ხელმძღვანელობამ მოზარდებისთვის გასვლითი ექსკურსია მოაწყო. ერთ-ერთი კერძო სკოლის მოსწავლეებმა დღეს ყოროლისთავისა და ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობები დაათავლიერეს. გაეცნენ სასმელი წყლის აღების, გაფილტვრისა და მიწოდების პროცესს. მსგავს სასწავლო ვიზიტებს ბათუმის წყალი პერიოდულად ახორციელებს.