09, მაისი 2018 14:05:00
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში 2019 -2022 წლების სამოქმედო გეგმა განიხილეს. უწყებისთვის პრიორიტეტულად ის პროგრამები რჩება, რაც სამინისტროში უკვე არსებობს. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო ორიენტირებულია განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროების კიდევ უფრო განვითარებაზე. ჯერჯერობით გაწერილი არ არის უწყების ბიუჯეტი. საჯარო განიხლვაზე ასევე, წარმოდგენილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის 2019-2022 საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმაც.