11, მაისი 2018 14:09:00
ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-11 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა. “EXPO BATUMI TRAVEL 2018”-ში სასტუმრო ქსელების, აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში წარმოდგენილი კომპანიები მონაწილეობენ. ჯამში 7 ქვეყნის 80 ორგანიზაცია. გამოფენა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. იგეგმება სარეკლამო და საინფორმაციო ტურებიც. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორი კომპანია ჯეონეტ ექსპოა.