12, მაისი 2018 20:45:00
როგორ უნდა გახდეს საგანი საინტერესო და რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო პროგრამაში ექსპერიმენტებსა და პრაქტიკულ სამუშაოებს. ფიზიკის სწავლების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით ადგილობრივ პედაგოგებს მასტერკლასებს უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერი ირმა მგელაძე უტარებს. პედაგოგებმა თანამედროვე ტექნოლოგიებზეც იმსჯელეს. უცხოეთში მოღვაზე ქართველი ტრენერის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო სასკოლო პროგრამაშია შესული. აჭარის განათლების ფონდის მასწავლებელთა სახლის ორგანიზებით ფიზიკის გარდა ტრენინგი კიდევ სამ საგანში მიმდინარეობს. მასტერკლასი ხვალ მათემატიკაში ჩატარდება.