17, მაისი 2018 20:09:00
მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს პერიოდი მუსლიმთა ცხოვრებაში განსაკუთრებული მარხვით და ლოცვით გამოირჩევა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ თვეში მიანიჭა ალაჰმა მუჰამედს შუამავლის, მოციქულისა და ყურანის გამავრცელებლის მისია. მარვის დაწყების აღსანიშნავად ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის “ ინიციატივით, მრევლი მასარხო ვახშამზე ანუ იფთარზე მიიწვიეს. საზეიმო ვახშამი ახალი მეჩეთისთვის შეძენილ ტერიტორიაზე სახელდახელოდ მოწყობილ კარავში გაიმართა.