17, მაისი 2018 20:03:00
არტერიული ჰიპერტენზიის საერთაშორისო დღე აჭარაშიც აღინიშება. თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი საოჯახო მედიცინის ცენტრში მივიდა, სადაც პაცინეტებს კონსულტაცია უტარდებათ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ხვალ, 12:00 საათიდან - 16:00 საათამდე, ბათუმის ორ სამედიცინო დაწესებულებაში – საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და პირველ პოლიკლინიკაში ბათუმის ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული კარდიოლოდები ჩაატარებენ უფასო სამედიცინო კონსულტაციებსა და გასინჯვებს.