17, მაისი 2018 20:15:00
პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ჯამში 6 საკითხი განიხილეს. მათ შორის მოხდა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც კომისიების სახელწოდება იცვლება და უახლოეს პერიოდში კომიტეტები დაერქმევა. ნინო ჩხეტია ამბობს, რომ აღნიშნული კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა გამოიწვია. დღესვე, დეპუტატების გადაწყვეტილებით დაამტკიცეს 2019 წლის უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი. მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი 5 მლნ ლარით განისაზღვრა.