18, მაისი 2018 14:12:00
სოფელ კვარიათში მცხოვრები სურმანიძეების ოჯახი პოლიციას ძალადობასა და ცემაში ადანაშაულებს. ინციდენტი 14 მაისს მოხდა. როგორც ეთერ სურმანიძე აცხადებს და-ძმამ მეორე ძმას საკარმიდამო ნაკვეთში წყლის ავზის დადგმის საშუალება არ მისცა. სწორედ ამიტომ მიწის მესაკუთრე ძმამ პოლიცია გამოიძახა და ისინი ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს. ფაქტის ამსახველი ვიდეო კადრები ადვოკატმა პაატა შავაძემ გადაიღო. ოჯახი პოლიციელების დასჯას და პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან განმარტებებს ამ დრომდე ველოდებით.