18, მაისი 2018 14:08:00
დღეს მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღთან დაკავშირებით ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში პეტრა-ციხისძირის უახლესი აღმოჩებების გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი იყო სასანური მონეტები, მეომრის საბრძოლო აღჭურვილობა, ჯაჭვის პერანგი, აბჯრის ფირფიტები და სხვა. 3 დღის განმავლობაში მუზეუმების მონახულება უფასოდ იქნება შესაძლებელი. შეგახსენებთ, რომ მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლიდან აღინიშნება.