21, მაისი 2018 17:18:00
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინგა გრიგოლიას მიმართ განხორციელებული მუქარისა და დევნების ფაქტზე 1 პირი დააკავა. ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყებამ ფაქტზე გამოძიება მიმდინარე წლის მაისში ჟურნალისტის მიერ სოციალურ ქსელში ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ამავე ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. დადგინდა, რომ პირი გრიგოლიას ტელეფონით, ელექტრონული და სხვა საშუალებებით მუქარის შემცველ შეტყობინებებს უგზავნიდა.