21, მაისი 2018 20:01:00
ათენში ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დააკავეს. სულ საქართველოს 17 მოქალაქე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით აღნიშნულ პირებს კავშირი ჰქონდათ საფრანგეთსა და საბერძნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ ე.წ. კანონიერ ქურდთან. გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 100-მდე სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. მათ ბრალად ედებათ ძარცვა, ყაჩაღობა, ბინების ქურდობა, ასევე, დიდი ოდენობით ნაქურდალი ნივთების შენახვა-რეალიზაცია და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა.დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.