22, მაისი 2018 14:08:00
4 წლის ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე შესაძლოა სამედიცინო რეგულირების სააგენტომ მოკლვლევა დაიწყოს. სააგენტოში განმარტეს, რომ შუამდგომლობით მიმართავენ სასამართლოს და როგორც კი თანხმობას მიიღებენ, მომხდარს შეისწავლიან. დებულების თანახმად, სააგენტო 0-დან ხუთ წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე მოკვლევას იწყებს, თუკი მცირეწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება. ფაქტს იძიებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. შეგახსენებთ, ოთხი წლის გოგო კვირას, ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გარდაიცვალა. რეანიმაციულ განყოფილებაში ბავშვი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანა. როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, პაციენტის მდგომარეობა საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში დამძიმდა.