22, მაისი 2018 14:07:00
2018 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 20 მლნ ლარით იზრდება. საკითხზე ამ წუთებში ბიუროს სხდომაზე მსჯელობენ. ბიუჯეტი იზრდება გადასახდელების კუთხითაც, საიდანაც თანხები რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება. მათ შორის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 10 მილიონია გათვალისწინებული, საგზაო დეპარტამენტისთვის 5 მილიონი. 4 მილიონი ლარი მაღალმთიან აჭარაში გაზიფიცირებას უნდა მოხმარდეს.