22, მაისი 2018 14:06:00
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციების ონლაინ დარეგისტრიტება დაიწყო. მსურველებს პეტიციების წარდგენა ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ-გვერდის მეშვეობით შეეძლებათ. პეტიციის წარდგენის უფლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს აქვს. შეგახსენებთ, მსგავსი პროგრამით ქედის მუნიციპალიტეტი უკვე სარგებლობს.