22, მაისი 2018 14:05:00
„ევროპა ჩემთვის არის“ - კონკურსში გამარჯვებულები სხვადასხვა სახის პრიზებით დაჯილდოვდნენ. ევროპის კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები საინფორმაციო შეხვედრებში და შემეცნებით საგანმანათლებლო აქტივობებში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებმა ესეები და სლოგანები წარმოადგინეს. ღონისძიება „მომავლის თაობის“ და ბათუმის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ასევე, „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ აჭარის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.