22, მაისი 2018 14:04:00
3 ივნისს, აჭარა ზაფხულის ფესტივალს უმასპინძლებს. „ზაფხული იწყება აქ“ - ამ სლოგანით ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნა ანბანის კოშკის მოპირდაპირედ ზღვის სანაპიროზე იგეგმება. ტურიზმის დეპარტამენტში განმარტეს, რომ ფერადი და საზაფხულო დეკორაციებით გაფორმებულ სანაპიროზე ფესტივალის სტუმრებს საზაფხულო დღესასწაული და გართობა ელოდებათ. დღის განმავლობაში ვიზიტორების განწყობაზე ქართველი და უცხოელი დიჯეები იზრუნებენ. ფესტივალის განმავლობაში იგეგმება სხვადასხვა აქტივობები, მათ შორის ფრანების შოუ, პლაჟის ფრენბურთი, დღის ფერადი ფოიერვერკი, სხვადასხვა გასართობი თამაშები ბავშვებისთვის, ცეცხლოვანი შოუ.